აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ტეხასის საიმიგრაციო კანონის მოქმედება შეაჩერა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ტეხასის საიმიგრაციო კანონის მოქმედება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ბრძანება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში გამოსცა.

გვიან ღამით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტეხასის შტატს უფლება მისცა იმ კანონის აღსრულება დაეწყო, რომელიც ტეხასის პოლიციას მიგრანტების დასაკავებლად, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში არიან ეჭვმიტანილები, ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მექსიკის მთავრობამ განაცხადა, რომ ტეხასის შტატიდან მიგრანტების თავის ტერიტორიაზე დაბრუნებას არ დაუშვებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია