გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს - ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს ფასების ზრდის და შემოსავლის შემცირების გამო უწევს ქვეყნიდან წასვლა - რა დაგიშავათ ხალხმა?!

ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს ფასების ზრდის და შემოსავლის შემცირების გამო უწევს ქვეყნიდან წასვლა. რა დაგიშავათ ხალხმა? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიუსელიდან „ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

ვაშაძის განცხადებით, ის ბრიუსელში ესაუბრა ემიგრანტებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, თუმცა სამუშაო ადგილები არ არის, ფასები უკიდურესად იზრდება და საკუთარ ოჯახებს ვერ არჩენენ.

„ბიძინა ივანიშვილს მინდა დავუსვა კითხვა ბრიუსელიდან, რა დაგიშავათ ქართველმა ხალხმა? ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს ფასების ზრდის და შემოსავლის შემცირების გამო უწევს ქვეყნიდან წასვლა. რა დაგიშავათ ხალხმა?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? როდემდე აპირებთ, რომ მხოლოდ თქვენ და თქვენი გარემოცვა მდიდრდებოდეს და ხალხი ღარიბდებოდეს?

ყველა ჩვენს პატრიოტ ქართველს, ყველა ჩვენს თანამემამულეს სურს ქვეყანაში დაბრუნება. ახლა ვესაუბრეთ ემიგრანტებს ბრიუსელში, მათ უნდათ სამშობლოში დაბრუნება მაგრამ სამუშაო ადგილები არ არის, ფასები უკიდურესად იზრდება, უბრალოდ ვერ არჩენენ საკუთარ ოჯახებს.

ეკონომიკა დღეს მუშაობს თქვენთვის და თქვენი გარემოცვისთვის და სამწუხაროდ არ მუშაობს ხალხისთვის. კიდევ ერთხელ გისვამთ კითხვას, როდემდე აპირებთ ქვეყნის ძარცვის გაგრძელებას? როდემდე აპირებთ ამ გაუსაძლისი პირობების შექმნას? და ეს ცინიკური დამოკიდებულება თქვენი პარტიის წარმომადგენლების, თითქოს არ იყოს ემიგრაციის პრობლემა, თითქოს არ იყოს ფასების ზრდის პრობლემა, თითქოს არ იყოს უმუშევრობის პრობლემა. რომ ამბობთ ორნიშნად გაიზარდა ეკონომიკაო, ვისთვის? - თქვენთვის. დიახ, თქვენთვის გაიზარდა, რადგან ეკონომიკა მარტო თქვენთვის მუშაობს და არა ხალხისთვის, ამიტომ გაეცით მთავარ კითხვას პასუხი, როგორ აპირებთ ამ საკითხების მოგვარებას? რატომ ხდება ეს უსამართლობა ქვეყანაში? რატომ უწევს ასიათასობით ადამიანს ქვეყნიდან წასვლა?

ღმერთმა ნუ ქნას, რომ 26 ოქტომბერს ყველაფერი არ შეიცვალოს, კიდევ უარესობისკენ წავა ყველაფერი. მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არის დიდი ცვლილებების დღე. ცვლილებების დრო მოვიდა, ჩვენ დავიწყებთ დიდ აღმშენებლობას, გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მოვიზიდავთ ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს, შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია დავიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს განვითარების, გაერთიანების და ერთად დგომის. მჯერა, რომ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ავაშენებთ საქართველოს, სადაც ყველა მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს