ბექა ოდიშარია ანა ნაცვლიშვილს - ქალბატონო ანა, დაანებეთ მასწავლებლობას თავი, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა! - ქალი ხართ და არ გეკადრებათ, გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას!

ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რამე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა! - ქალი ხართ და არ გეკადრებათ, გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა! - ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგას ანა ნაცვლიშვილს მიმართა.

ანა ნაცვლიშვილმა სესიაზე ხმაური გააპროტესტა, რასაც ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დროს ჰქონდა ადგილი და სხდომის წამყვანს შალვა პაპუაშვილს სთხოვა უმრავლესობის წევრებს მომხსენებლისთვის მოესმინათ.

„ბატონო შალვა, სხდომათა დარბაზში საშინელი ხმაურია. იქნებ თქვენივე უმრავლესობის წევრებს მაინც მოუწოდოთ, რომ გუნდის წევრსა და ვიცე-სპიკერს პატივი სცენ, როდესაც ის ტრიბუნასთან დგას და მოუსმინონ“, - მიმართა პაპუაშვილს ანა ნაცვლიშვილმა.

პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ სხდომათა დარბაზში ხმაური მართლაც იყო და კოლეგებს გამომსვლელისთვის მოსმენისაკენ მოუწოდა. პაპუაშვილის მოწოდებას ბექა ოდიშარიას განცხადება მოჰყვა.

„გუშინ ვერ მოვასწარი და ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რაიმე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა - უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან როგორ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ „ისტებლიშმენტზე“ როგორ საუბრობთ რა! ქალი ხართ და არ გეკადრებათ - ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა!“ - მიმართა ბექა ოდიშარიამ ანა ნაცვლიშვილს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება