ალექსანდრ პლიევი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმზე, სიცრუეა

„სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ პლიევმა განაცხადა.

პლიევმა აღნიშნა, რომ იგი და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ალან ალბოროვი მოსკოვში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ და ყველა შეხვედრას ერთად დაესწრნენ, ხოლო გაერთიანების შესახებ ერთი სიტყვაც კი არ გაჟღერებულა.

„მე იქ პირადად ვიყავი, ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა. ცრუ ინფორმაცია „რია ნოვოსტის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაავრცელა. სწორედ ამ შეხვედრას ხუთი რუსი სენატორი ესწრებოდა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ კოსაჩევი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი. ეს ამბავი ამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ყველამ ერთად გავიგეთ და ჩვენი რუსი კოლეგებიც გაოცებულები იყვნენ. მოგვიანებით, საპირისპიროს დასამტკიცებლად შეხვედრის აუდიოჩანაწერიც კი გადმოგვცეს“, - განაცხადა პლიევმა.

ცნობისთვის, რუსულმა სახელმწიფო სააგენტომ, „რია ნოვოსტმა“ ინფორმაცია სათაურით, „სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს განიხილავს“ 17 მარტს გაავრცელა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს