პაკისტანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამაშველო ოპერაცია ახლახან დასრულდა“, - განაცხადა ბელუჯისტანის პროვინციის მაღაროების მთავარმა ინსპექტორმა, აბდულ რაშიდმა.

რაშიდის ცნობით, აფეთქების დროს მაღაროში 20 მაღაროელი იმყოფებოდა, საიდანაც 8 მათგანის გადარჩენა სამაშველო სამუშაოების შედეგად მოხერხდა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!