ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცხადებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ, საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი განაპირობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცხადებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ, გაწერილი სამთავრობო გეგმებისა და სხვადასხვა რეფორმების განხორციელებამ, საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი განაპირობა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გატარებული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე სტატისტიკური მონაცემები და საერთაშორისო კვლევები მეტყველებენ.

„გასულ წელსაც, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელებისა და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის არაერთი რეფორმა განვახორციელეთ. აღნიშნული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე კი კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები, ასევე ის საერთაშორისო კვლევები მეტყველებს, რომელიც ქართველი სამართალდამცველების საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს