მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია დუშეთში გრძელდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია დუშეთში გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უკვე ასობით ათასმა საქართველოს მოქალაქემ მოაწერა ხელი.

„გრძელდება ხელმოწერების კამპანია, უკვე ასობით ათასმა საქართველოს მოქალაქემ ხელი მოაწერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. იმის გათვალისწინებით, რომ ტრადიციულად საქართველოში ყოველთვის ნებისმიერ თემაზე ძალიან ჭირს ხელმოწერების შეგროვება, ხედავთ როგორი უპრეცედენტო აქტივობა და ერთობაა მთელი საქართველოს მასშტაბით. როგორ გაერთიანდა უამრავი, ასობით ათასი ადამიანი მისი გათავისუფლების მოთხოვნის გარშემო და ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხედავს რამხელა უსამართლობა არის მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაშიც დღეს „ქართულ ოცნებას“ ის ჰყავს.

შემდეგი კვირის დასაწყისში უკვე დავასრულებთ, მივიტანთ ხელმოწერებს სალომე ზურაბიშვილთან და პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ნახავს, თუ როგორ ითხოვს ასობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას. მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს მისი ვალდებულება, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ის ვალდებულია არ დაამახინჯოს ჩვენი ქვეყნის ისტორია“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება