„საქართველოს ბანკისა“ და Startup Grind-ის პარტნიორობა გრძელდება

საქართველოს ბანკსა“, და Startup Grind-ის პარტნიორობა 2024 წელსაც გრძელდება და დაინტერესებულ ადამიანებს, მთელი წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო სიახლე ელით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“ და Startup Grind უკვე 5 წელია, რაც თანამშრომლობენ და ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა 45-ზე მეტი ღონისძიება, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციები.

მათივე ცნობით, შეხვედრებს 7000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. Startup Grind - ის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ 100-ზე მეტი სპიკერისთვის, მათ შორის სილიკონ ველის წამყვანი ინვესტორებისთვის, სხვადასხვა კომპანიების დამფუძნებლებისთვის და წარმატებული ქართველი ანტრეპრენერებისთვის მოესმინათ.

„საქართველოს ბანკსა“ და Startup Grind-ის პარტნიორობის ფარგლებში 2024 წელს ღონისძიებების სერია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, თბილისსა და ბათუმში 10 შეხვედრა ჩატარდება.

„მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ბანკსა“ და Startup Grind - ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა წელსაც აქტიურად გრძელდება. პარტნიორობის მიზანი, სტარტაპების გაძლიერება და მათი ზრდისა და განვითარების ხელშეწყობაა. Startup Grind - ის ღონისძიებები წლების განმავლობაში მხოლოდ თბილისში ტარდებოდა, წელს კი პირველად, ბათუმში გაიმართება, რაც ვფიქრობ, რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, 10 ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, რითაც სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს მივცემთ შესაძლებლობას, შეხვდნენ საინტერესო და წარმატებულ ადამიანებს და მათი პირადი გამოცდილებები მოისმინონ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ , - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

აღსანიშნავია, რომ Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 25 მარტს ბათუმში ჩატარდება, სადაც სპეციალური სპიკერი „საქართველოს ბანკის“ პროექტ 500 Georgia-ს მონაწილე და Arena Games-ის თანადამფუძნებელი, მარი გიორგობიანი იქნება.

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო