თინა ბოკუჩავა გომელაურს - რატომ არის, რომ ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის შედეგად ჩვენი თანამოქალაქეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას იძულებით ემიგრაციაში გაურბიან, რატომ ცარიელდება სახლები, სოფლები და ქალაქები?

რატომ არის, რომ ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის შედეგად ჩვენი თანამოქალაქეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას იძულებით ემიგრაციაში გაურბიან, რატომ იცლება ქვეყანა, რატომ იხლიჩება ოჯახები, რატომ ცარიელდება სახლები, სოფლები და ქალაქები? - ამ შეკითხვით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს,რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ამასთან, დეპუტატმა სხდომაზე წარმოადგინა ბანერი, რომელსაც ეწერა „საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა“.

„ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელიწადში საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა. ამ დროს, მამუკა მდინარაძე აქ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გვეუბნება, რომ იძულებით ემიგრაციის პრობლემა, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრ ოჯახს აწუხებს, ჩვენ გვეჩვენება. სინამდვილეში კი, 2022 წელს საქართველოს 30 000-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ბოლო 8 წლის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 112 ათასს უახლოვდება. ჩვენი თანამოქალაქეები იძულებით ემიგრაციაში გაურბიან ინფლაციას, ფასების კატასტროფულ ზრდას, უმუშევრობას და უპერსპექტივობას“, განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მათ გუშინ, კითხვით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

„რატომ არის, რომ ივანიშვილის 12- წლიანი მმართველობის შედეგად ჩვენი თანამოქალაქეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას იძულებით ემიგრაციაში გაურბიან, რატომ იცლება ქვეყანა, რატომ იხლიჩება ოჯახები, რატომ ცარიელდება სახლები, სოფლები და ქალაქები, რატომ არის, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს? პრემიერ-მინისტრის დუმილის ფონზე, რომელიც მოწყვეტილია ხალხის პრობლემებს და თავს ანგარიშვალდებულად, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილთან თვლის, იგივე კითხვებს გისვამთ თქვენ, როგორც მისი მთავრობის წევრს და როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარეს. თქვენ, პირადად და ინსტიტუციურად ვალდებული ხართ პასუხი გასცეთ კითხვას - გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო, რატომ უწევს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეს იძულებით ემიგრაციაში წასვლა საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად,“ - მიმართა თინა ბოკუჩავამ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს