ტარიელ ნაკაიძე პარლამენტს მიმართავს, რელიგიური უმცირესობების მქონე ადამიანებს საკუთარ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების შესაძლებლობა მიეცეთ

ოპოზიციონერი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რელიგიური უმცირესობების მქონე ადამიანებს, საკუთარ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების შესაძლებლობა მიეცეთ.

ნაკაიძის განმარტებით, საუბარია დამატებით, ორ უქმე დღეზე.

როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს ინიციატივა არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი და ეს უფრო ქვეყნის მრავალფეროვნების შენარჩუნებას ეხება.

მან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

„ეს არის ორი დღე, რომელიც მორგებულია ყველა რელიგიური მიმდინარეობის მიმართ, რაც ითვალისწინებს, რომ უქმე დღეებთან ერთად დამატებით იქნება ორი დღე. რელიგიური უმცირესობების მქონე დასაქმებულს უფლება ექნება წინასწარ განუცხადოს დამსაქმებელს, რომ საკუთარ რელიგიურ დღესასწაულზე ისვენებს. მას არ ექნება ვალდებულება, დაამტკიცოს რომელი რელიგიის წარმომადგენელია”, - განაცხადა ნაკაიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში