ვახტანგ გომელაური პოლიციის მხრიდან ახალგაზრდების ქუჩაში გაჩერებაზე  – გადამოწმების დროს ხშირი შემთხვევაა იარაღის უკანონო ტარება, ცივი იარაღის, ნარკოტიკების ამოღება - თუ იყო უხეშობის ერთეული შემთხვევები, გამოსწორებადია

თუ იყო ერთეული შემთხვევები, მე არ ვამბობ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ მომხდარა, ადამიანები ვართ და შეიძლება მოხდა, თუმცა გამოსწორებადია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ხატია დეკანოიძის შეკითხვას, რომელიც პოლიციის მხრიდან ახალგაზრდების ქუჩაში „უხეშად გაჩერებას“ ეხებოდა.

გომელაურის განმარტებით, არსებობს უწყებები, რომელსაც შეუძლია, რომ მოქალაქემ მიმართოს და თუ პოლიციელი არასწორად მოიქცევა, შესაბამის ზომებს მიიღებენ.

„ხატია, დიდი პატივისცემის მიუხედავად, 2012 წლამდე რა და როგორც ხდებოდა ძალიან კარგად ხომ იცით? იმასთან შედარებით დღეს შეიძლება არის ერთეული გადაცდომები. მე არ ვიძახი, რომ არცერთი გადაცდომა არ გვაქვს. [გაჩერების] ფორმა ელემენტარული თემაა. შეიძლება ოპერატიულად მუშაობენ და შემთხვევით იყო ეს. მოქალაქე ვერ იგებს მას უთვალთვალებდნენ, აკავებდნენ თუ უბრალოდ გააჩერეს. შეიძლება უბრალოდაც გააჩერეს და ყოფილა შემთხვევა, რომ გაუჩერებიათ, არ დამორჩილებია და ეს ადამიანი დაუკავებიათ. ეს ჩვეულებრივი პრევენციაა. გადამოწმების დროს ძალიან ხშირი შემთხვევაა იარაღის უკანონო ტარება, ცივი იარაღის, ნარკოტიკების ამოღება და ა.შ.

თუ უხეშობა პოლიციის მხრიდან მოდის, ეს ძალიან ცუდია და უნდა გამოვასწოროთ. თუ იყო ერთეული შემთხვევები, მე არ ვამბობ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ მომხდარა, ადამიანები ვართ და შეიძლება მოხდა, თუმცა გამოსწორებადია. აქედან გამომდინარე, კიდევ არის უწყებები და მიმართოს თუ არასწორად მოექცა პოლიციელი და შესაბამის ზომებს მიიღებს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს