ვახტანგ გომელაური - ემიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა და ადვილად გადიან ქვეყნიდან - სხვა ქვეყნებიდანაც მიდიან იქ, სადაც ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ანაზღაურება ექნებათ

ემიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა და ადვილად გადიან ქვეყნიდან, მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს, მგონი - სხვა ქვეყნებიდანაც მიდიან იქ, სადაც ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ანაზღაურება ექნებათ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრო მიგრაციის სტატისტიკას არ ითვლის და მონაცემებს უწყებას „საქსტატი“ აწვდის.

„მიგრაციაზე ბევრი კითხვა იყო - შსს მიგრაციას არ ითვლის, „საქსტატს“ აქვს გაკეთებული 2003 წლიდან დღემდე. 2023 წლის რომ მოვიკითხეთ, „საქსტატმა“, დაახლოებით ივნისში გვექნება პასუხებიო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის კუთხით სტატისტიკას არ აკეთებს, არ ვითვლით ჩვენ. 2012 წლამდე 247 585-ია გასული - რაც „საქსტატმა მოგვაწოდა“, ჩვენი დათვლილი არაა. პირიქით, მატებაა - 2 420 ადამიანის შემოსვლა საქართველოში; 2013-დან 2022 წლის ჩათვლით.

ემიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან. მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს მგონი. ჩემს კოლეგებს, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებსაც აქვთ ეს პრობლემა - მაგალითად პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან მიდიან გერმანიაში. სხვა ქვეყნებიდანაც მიდიან იქ, სადაც ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ანაზღაურება ექნებათ. გამიხარდება, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე დაბრუნდეს, საუკეთესო პირობები ჰქონდეთ ჩვენთანაც. ჩვენ არ ვითვლით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს