შს მინისტრი - ის, რომ გარბიან თანამშრომლები, ილუზიაა, ასე არაა - ჩვენ 38 ათასამდე ვართ და 400 ადამიანის მიღება, გადინება და დანიშვნა, ეს არ არის დიდი რიცხვი - 2023 წელს უფრო მეტი მოვიდა, ვიდრე გავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ილუზიის შექმნა, თითქოს, უწყებიდან თანამშრომლები გარბიან, არასწორია.

ამის შესახებ მან დეპუტატების კითხვების საპასუხოდ, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„რატომ მიდიან თანამშრომლები? აგერ მაქვს სტატისტიკა. წინა წლებში ცოტა მეტი იყო გადინება. 2023 წელს დათხოვნილი თანამშრომელი იყო 875 და მიღებული იყო 1177. წინა წლებში კლება იყო. 2022 წელს 1500 თანამშრომელი წავიდა, 1047 მივიღეთ. 2021 წელს 1112 წავიდა და 700 მივიღეთ. მთლიანობაში 60 პროცენტამდე გაიზარდა ხელფასები, უკან დაბრუნება უფრო მეტად წამოვიდა. 2024 წლის თითქმის 2 თვეში მიღებულია 378 თანამშრომელი და 171 თანამშრომელია წასული, დღეის ჩათვლით.

ის, რომ გარბიან თანამშრომლები და ილუზიაა ამის შექმნილი, ასე არაა. ჩვენ არ ვართ ცოტანი, 38 ათასამდე ვართ და 400 ადამიანის მიღება, გადინება და დანიშვნა, ეს არ არის დიდი ციფრი. ცოცხალი ორგანიზმია, ხან მეტია გადინება. 2023 წელს უფრო მეტი მოვიდა, ვიდრე გავიდა“, - განაცხადა გომელაურმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია