გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ დიდი ტყუილის გამო შოკშია მთლიანად „ევრონესტის“ დელეგაცია - სამარცხვინოა, როცა ასე იქცევა „ოცნების“ დელეგაცია

ეს არია დიდი ტყუილი, რომლის გამოც შოკშია მთლიანად „ევრონესტის“ დელეგაცია და სამარცხვინოა, როცა ასე იქცევა „ქართული ოცნების“ დელეგაცია დღეს, აი, აქ, - ასე გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ საგანგებო რეზოლუციის პროექტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

ვაშაძის მტკიცებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

„მოუსმინეთ, ჩვენ არა, აგერ „ევრონესტის“ მთელ დელეგაციას, ევროპარლამენტარებს, უკრაინის დელეგაციას, ნებისმიერ დელეგაციას. დღეს ყველანი აბსოლუტურად „ქართულ ოცნებას“ მატყუარას უწოდებს იმიტომ, რომ მათ კვლავ მოიტყუეს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით. სიმართლე კი არის იმაში, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ისინი კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუშალონ. მათ უნდათ, რომ ეკონომიკა მხოლოდ მათთვის და ივანიშვილისთვის იყოს. ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა ხალხისთვის იყოს, რომ ფასები დაბალი იყოს, სამუშაო ადგილები იყოს და ევროპული ინვესტიციები მოვიზიდოთ. შეხედეთ ჩვენს გამოსვლებს უბრალოდ, თავიდან ბოლომდე არის სწორედ იმ გზავნილით, რაც ქართველ ხალხს აქვს, საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს დიდ გამარჯვებას მოიპოვებს, ისევე, როგორც ეს გასულ წელს გააკეთა და ვეღარ შეაჩერებს ვერც ივანიშვილი და ვეღარც მისი პარტიის წვრილფეხობა, აი, ამ მნიშვნელოვან პროცესს, რაც ჩვენ გვაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი ტყუილი, რომელზეც შოკშია უბრალოდ მთლიანად „ევრონესტის“ დელეგაცია და სამარცხვინოა, როცა ასე იქცევა „ქართული ოცნების“ დელეგაცია დღეს, აი, აქ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.

როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში