შს მინისტრი - იყო შემთხვევები, როდესაც 11-12 წლის 5-6 ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს და ტელეფონი მოპარეს, წააქციეს - არასრულწლოვანთა დანაშაულების პრობლემა ნამდვილად დგას, რაზეც უწყება აქტიურად მუშაობს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასრულწლოვანთა დანაშაულების პრობლემა ნამდვილად დგას, რაზეც უწყება აქტიურად მუშაობს.

გომელაურის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც „14-წლამდე, 5-6 ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს, ანუ ტურისტებს, ტელეფონი მოპარეს, წააქციეს“.

„14-წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. მაგალითად ერთი ბავშვს, არ დავასახელებ სახელს და გვარს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, რომელიც ჯერ 14 წლისაც არ არის, 13 წლისაა. ასეთი რაიმე ისტორიაში საქართველოშიც და მგონი უცხოეთშიც არ ექნებათ. აფთიაქში დანით შესვლა, წართმევა და ა.შ. უკვე ყველა იცნობს, პოლიციაც და მათ შორის მეც. ვმუშაობთ იუსტიციასთან, ჯანდაცვასთან და განათლებასთან ერთად, შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება და უფლება არ ექნებათ, როგორც ეს ბავშვთა სახლშია, რომ მიიყვან და მეორე დღეს ისევ ქუჩაშია და რაღაცას აფუჭებს. იქ იქნება არა „ციხის“, არამედ სახლის პირობები. იქნება სკოლა, რამდენიმე ბავშვი, მასწავლებელი, აღმზრდელი. ამ მოდელზე ძალიან აქტიურად მუშაობს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენ ერთად ვართ ჩართულები. სხვა გამოსავალი, სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ ვნახე,ძალიან რთულია. გეთანხმებით, რომ ეს რეალურად პრობლემა არის. იყო შემთხვევები, როდესაც 14-წლამდე, 11-12 წლის 5-6 ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს, ანუ ტურისტებს და ტელეფონი მოპარეს, წააქციეს. მსგავსი შემთხვევები იყო ბათუმში, თბილისში მეიდანზე. იყო ძალიან ბევრი შემთხვევა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულების მხრიდან. ამის შემდეგ ხდება მათი გადაცემა, ხშირ შემთხვევაში პატრონები არ აკითხავენ და ჩვენი თანამშრომლები ჩადიან, ჩაჰყავთ სახლამდე, თვითმფრინავის ბილეთებს ვიღებთ და ა.შ. ესეც დიდი პრობლემაა. ასევე, იყო შემთხვევები საზღვარზე. არ დავასახელებ ქვეყანას, რომლის საზღვარზე დაგვიკავებია 10-12 ბავშვი ერთ უფროსთან ერთად მოდიან არც საბუთი აქვთ არანაირი. იგივე შუქნიშნებთან, ყველას შეგვინიშნავს ბავშვები, რომელიც თუ თანხას არ მისცემთ, მანქანას უზიანებენ. პატარები არიან 8-10 წლის. ეს პრობლემა ნამდვილად დგას და ვმუშაობთ აქტიურად“, - აღნიშნა გომელაურმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ