რომან გოცირიძე შს მინისტრს - 22 მილიონი დოლარის საფრენი აპარატია შემოტანილი კატარიდან, რაც არ მომხდარა ბოლო წლებში - უნდა დააკვირდეთ, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში?

22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატის შემოყვანა კატარიდან, ასეთი რამ არ მომხდარა ბოლო წლებია რასაც ვაკვირდები - უნდა დააკვირდეთ თქვენ, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში? - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით უსმენენ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეულობით პროცენტით არის გაზრდილი საქართველოდან საქონლის ექსპორტი ყოფილი შუა აზიის რესპუბლიკებში.

„თქვენ [ვახტანგ გომელაური] აღნიშნეთ, რომ კერძო სექტორმა შეიძინა კატარიდან 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატი. ეს რა აპარატია, არ ვიცით. შესაძლოა, ვერტმფრენია, ორი ან რამდენიმე პატარა ვერტმფრენი, შესაძლოა, დრონებია, თუმცა სტატისტიკის მასალებში რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც არის შემოსული საფრენი აპარატები 300-400 ათასი დოლარის. შესაძლოა, ეს იყოს დრონები, რომელიც იყიდება მაღაზიებში, რომელიც ტელევიზიებს ან კერძო სტრუქტურებს სჭირდება, მაგრამ 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატის შემოყვანა კატარიდან, ასეთი რამ არ მომხდარა ბოლო წლებია, რასაც ვაკვირდები. მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ამიტომ, უნდა დააკვირდეთ თქვენ, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში. ვიცით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის ერთ-ერთი გზა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეულობით პროცენტით არის გაზრდილი საქართველოდან საქონლის ექსპორტი ყოფილი შუა აზიის რესპუბლიკებში, მაგალითად ყირგიზეთში, ყაზახეთში. იგივე მიკროჩიპების აქედან შეტანა ასეულობით პროცენტით არის გაზრდილი ყაზახეთში. დააკვირდით, ეს საფრენი აპარატი რა არის, საქართველოში დარჩება, გავა, თუ ვისია. 22 მილიონი დოლარი არ არის პატარა ფული“, - მიმართა გოცირიძემ გომელაურს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება