საქართველოს ბიზნესასოციაციაში ფარმაცევტული და ჰოსპიტალური მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ბიზნესასოციაციაში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის ფარგლებში, რომელსაც ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორის წამყვანი და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ დარგში არსებული მწვავე საკითხები განიხილეს.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 51-ე და 52-ე დადგენილებებს, რომლებიც აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს.

„აღსანიშნავია, რომ დადგენილება გამოიცა 29 თებერვალს, თუმცა ამოქმედება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, რაც ასოციაციის მოსაზრებით, ძალიან მცირე ვადაა კომპანიებისთვის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, კომპანიების აზრით, წარმოდგენილი სტანდარტები შეიძლება იმაზე მკაცრიც კი იყოს, ვიდრე ამჟამად აშშ-ში და ევროპაში ამ ნაწილში მოქმედი რეგულაციებია, რაც იწვევს ბუნდოვანებას ფარმაცევტულ სექტორში.

გარდა ამისა, ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა რეფერენტული ფასების ახალ რეგულაციებზე და აღინიშნა, რომ არსებული მიდგომა საჭიროებს დახვეწას სექტორის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, კომიტეტის მსვლელობის დროს ცალკე დისკუსიის საკითხი იყო ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა და დაფინანსების DRG სისტემა, რომელიც ასევე საჭიროებს მნიშვნელოვან კორექტირებას სწორედ იმ მიზნით, რომ პაციენტებს კვლავაც უწყვეტად მიეწოდებოდეთ მაღალი ხარისხის სერვისები და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს ჰოსპიტალურ სექტორში მოღვაწე კომპანიების გრძელვადიანი ფინანსურ მდგრადობა.

„საქართველოს ბიზნესასოციაციისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს წევრი კომპანიების სამართლიანი და ობიექტური ინტერესების ადვოკატირება და დაცვა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჯანდაცვის სექტორი ის მიმართულებაა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები დაგროვდა და მოითხოვს რეაგირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეფერხდება ბიზნეს ოპერატორების საქმიანობა, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება ჩვენი მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისებისა და პროდუქტების ხარისხზე. ასოციაციაში შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსტრუქციული, ობიექტური და არგუმენტირებული დიალოგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან“,- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა