სოზარ სუბარი - საქართველოში ერთ-ერთი  ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო  არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა - ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ქვეყანაში შემოსული თანხა

ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არის არხები, რომლებიც ქვეყნისთვის საზიანო საქმეებს ხმარდება, როცა მაგალითად ტარდება ტრენინგები - როგორ მოახდინონ რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხშირად დაფინანსებები არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოდის, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ხმარდება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

„ხშირად არის დაფინანსებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოდის, მაგრამ ამ დროს პოლიტიკურ საქმიანობას ხმარდება. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამიტომ არის, რომ ამერიკაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოქმედებს „ფარა“ - ე.წ. უცხოური აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი. სწორედ ამ კანონით გავიგეთ, რამდენი ფული იხარჯება მაგალითად სააკაშვილის ოჯახის მხრიდან საქართველოს საწინააღმდეგო და მადისკრედიტირებელი სტატიების დაფინანსებაზე მთელ მსოფლიოში. ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ქვეყანაში შემოსული დაფინანსება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს