შალვა პაპუაშვილი - „ენჯეოებისგან“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა - შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „დროას“ ,რომელიც ხან პარტიაა, ხან არასამთავრობო ორგანიზაცია

ჩვენ გვესმის „ენჯეოებისგან“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ზუსტად ამ ნარატივს ატარებენ, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა. შეგახსენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „დროას“ რომელიც თავის იდენტობაში ვერ ჩამოყალიბდა და ხან პარტიაა, ხან არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვადასხვა ასეთ ორგანიზაციებს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია არ უმხელია, ვინაიდან, მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით არიან დაკავებულები.

"არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან მილიონების დაფინანსებას იღებს იმისთვის, რომ ამხილოს დეზინფორმაცია, ეს სამარცხვინო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ არ უმხელია. ყველა დაკავებულია მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ამ NGO-ებს აქვთ. ბოლოს მივედით იქამდე, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის წევრი, რომელიც საქართველოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, სამარცხვინო დეზინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებით. ყველაფერი გასაგებია, პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ, როცა თქვენს სამშობლოს აბრალებთ რაღაცებს, მგონია, რომ ყოველგვარ ზღვარს ცდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს