პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - მოქალაქეებმა მართლა იგრძნეს საკუთარ ჯიბეზე და ოჯახებზე თქვენი მმართველობა - დაპირებული ფაბრიკა-ქარხნები, სამუშაო ადგილები კვლავ არ ჩანს, ორი არჩევანი აქვთ: შეეგუონ სიღარიბეს, ან წავიდნენ

საქართველოს მოქალაქეებმა მართლა იგრძნეს საკუთარ ჯიბეზე და ოჯახებზე თქვენი მმართველობა და ასიათასობით მოქალაქემ დატოვა საქართველო, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობას და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

გარდა ამისა, მანჯგალაძის თქმით, ბოლო 10 წლის მანძილზე პოლიციის რიგები დაახლოებით 7 000-მდე ადამიანმა დატოვა, აქედან უმეტესობა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წავიდა.

„ „მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ ჯიბეზე და ოჯახებზე იგრძნობს, მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი“ - მინდა დაგეთანხმოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თქვენი 12-წლიანი მმართველობის ხარჯზე მართლა იგრძნეს საკუთარ ჯიბეზე და ოჯახებზე თქვენი მმართველობა და ასიათასობით მოქალაქემ დატოვა საქართველო. ეს რომ ასეა, ვერ უარყო, ვერც შინაგან საქმეთა მინისტრმა. ყველა ჩვენგანის ირგვლივ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წევრი ნამდვილად იმყოფება უცხოეთში. უფრო მეტიც, არა თუ 800 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, შეგვიძლია, ვისაუბროთ რა ხდება პოლიციაში. ბოლო 10 წლის მანძილზე პოლიციის რიგები დაახლოებით 7 ათასამდე ადამიანმა დატოვა, აქედან უმეტესობა ემიგრაციაში წავიდა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო. ცნობილი ფაქტია, რომ ქუთაისში საპატრულო პოლიციის მთელმა ოცეულმა პატაკის გარეშე დატოვა შემადგენლობა და წავიდა ამერიკაში. ეს არის მძიმე რეალობა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ემიგრაციასთან და სიღარიბესთან დაკავშირებულ კითხვებს „ქართული ოცნება“ ვერ უპასუხებს, რადგან ქვეყანაში არსებობს მონოპოლიები, იზრდება ფასები, შესაბამისად ცხოვრებაც ძვირდება.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა ახსენა ვიზალიბერალიზაციის ბრალია მოქალაქეები უცხოეთში რომ მიდიანო. მე არ ვიცი რა შუაშია ვიზალიბერალიზაცია, როცა მხოლოდ 2022 წელს 30 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი ევროპაში. უფრო მეტიც, დღეს არის 2024 წელი და არა თუ მეორე და მესამე წელი, თითქმის 12 წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები ვერ გრძნობენ უკეთესობას. მაქვს კითხვა, თუ საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდებოდით, რომ 3 წელიწადში საკუთარ ჯიბეზე და ოჯახებზე იგრძნობდნენ ყველაფერს, რატომ გარბიან საქართველოს მოქალაქეები საქართველოდან? იმიტომ რომ მდიდრდებიან მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მცირე ჯგუფი, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება.

ბუნებრივია, რომ ეს კითხვა რამდენჯერაც არ უნდა დავსვათ „ქართული ოცნება“ ვერ უპასუხებს, იმიტომ, რომ ქვეყანაში მონოპოლიები არსებობს, ფასები იზრდება, შესაბამისად, ცხოვრება ძვირდება. დაპირებული ფაბრიკა-ქარხნების ნაცვლად სამუშაო ადგილები კვლავ არ ჩანს, ამიტომ ორი არჩევანი აქვს საქართველოს მოქალაქეებს, ან უნდა შეეგუონ სიღარიბეს, ან წავიდნენ ემიგრაციაში. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო