არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - რომელი ქვეყანაა, რომელიც მოგწონთ და იქ მიგრაცია არ არის?  წელიწადში, 9,4 მილიონამდე მოქალაქე ტოვებს ამერიკას და ამისთვის შეგიძლიათ აშშ-ის მთავრობა გააკრიტიკოთ?

რომელი ქვეყანაა, რომელიც მოგწონთ და იქ მიგრაცია არ არის? წელიწადში, დაახლოებით, 9,4 მილიონი მოქალაქე ტოვებს ამერიკას და ემიგრაციაში მიდის და ამისთვის შეგიძლიათ ამერიკის მთავრობა გააკრიტიკოთ? - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერებს საქართველოში მიგრაციაზე საუბრისას.

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიგრაცია საერთაშორისო პრობლემაა და საქართველოში ოპოზიცია იმიტომ უსვამს ამ პრობლემას ხაზს, რომ მათ „გაკოტრებული დღის წესრიგი“ აქვთ და არ იციან, რაზე ისაუბრონ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ქვეყანაში ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება, მაგრამ მთავრობას აქვს გეგმა და ჰყავს გუნდი, რომელიც ამას მოაგვარებს.

„მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ საქართველოდან წასული მოქალაქეების რეკორდი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ეკუთვნის. უარყოფითი სალდოც ანუ განსხვავება ემიგრაციაში წასულთა და დაბრუნებულებს შორის მათი რეკორდია. მხოლოდ სტრასბურგსა და ევროსასამართლოში სამართლის საძებნად წასული მოქალაქეების რაოდენობაც გეყოფათ იმისთვის, რომ მიგრაციაზე ხმა არ ამოიღოთ. ყოველ წელს უამრავი ადამიანი მიდიოდა, თქვენგან დაჩაგრული, საფრანგეთში სამართლის საძებნელად, შრომით და ეკონომიკურ მიგრაციას თავი რომ დავანებოთ. ვინ ამბობს, რომ მიგრაცია პრობლემა არ არის? ეს საერთაშორისო პრობლემაა და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიდანაც კი მიდიან ადამიანები.

ოპოზიციას მივმართავ - რომელი ქვეყანაა, რომელიც მოგწონთ და იქ მიგრაცია არ არის? ევროკავშირის მიგრაცია გაინტერესებთ თუ ამერიკის შეერთებული შტატების? წელიწადში, დაახლოებით, 9,4 მილიონი მოქალაქე ტოვებს ამერიკას და ემიგრაციაში მიდის და ამისთვის შეგიძლიათ ამერიკის მთავრობა გააკრიტიკოთ? წელიწადში, 1 100 000 ადამიანი ტოვებს ევროკავშირს და არაევროკავშირის წევრ ქვეყანაში მიდის. მარტო ევროკავშირის შიგნით წელიწადში მილიონ-ნახევარია მიგრაცია. თქვენ გაკოტრებული დღის წესრიგი გაქვთ, არ იცით რაზე ილაპარაკოთ.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში ბევრი პრობლემა რჩება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და გვყავს გუნდი, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო