არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ჰყავს ევროპული სტანდარტის პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყოველ დღე პოლიციელები გადიან სახლიდან მზად იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ყველაზე რთულ საფრთხეებს, მთელი დღით ტოვებენ საკუთარ ოჯახებს, რომ დაიცვან სხვისი ოჯახები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„ქედს ვიხრი გმირი პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების წინაშე, თითოეული თანამშრომლის წინაშე, ვინც პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი მისცა საზოგადოებას. დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ, რომ თავდასხმა თითოეულ პოლიციელზე არის თავდასხმა საზოგადოებასა და სახელმწიფოზე. ამიტომ ამ ბრძოლაშიც ჩვენი უკომპრომისო მხარდაჭერა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

დღეს ანგარიში ჩაგვაბარა მინისტრმა, რომელიც ასრულებს თავის სიტყვას და მიცემულ პირობებს. შეგახსენებთ, წინა „მინისტრის საათს": რაც მაშინ ისაუბრა ბატონმა ვახტანგ გომელაურმა - პოლიციელებს ექნებათ ახალი აღჭურვილობა, ახალი ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდება თანამშრომლების სოციალური პირობები და გვექნება პროგრესი დანაშაულთან ბრძოლაში- თითოეული პირობა დღეს შესრულებულია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიციამ მიიღო ევროპოლის სრულფასოვანი პარტნიორის სტატუსი სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.

„ევროპოლმა - ევროპის საპოლიციო სტრუქტურამ - აღიარა, რომ საქართველოს ჰყავს ევროპული სტანდარტების პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია