მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას" - თქვენი პოლიცია იყო სადამსჯელო რაზმი, სადისტების

თქვენი პოლიცია იყო სადამსჯელო რაზმი, სადისტების. ჩვენი ხელისუფლების დროინდელი პოლიცია განსხვავდება ჰაბიტუსით, ქცევით ადამიანობით, ქართველობით, განწყობით და დამოკიდებულებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მუდამ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„ხალხმა, რომელმაც გააღატაკა ქვეყანა, გაყვლიფა, დღემდე აფინანსებს მოპარული ფულით რაღაც აქტივობებს, ეს ხალხი გველაპარაკება სიღარიბეზე. ჩვენ ჩვენი მომავალი თაობების წინაშე უნდა ვიყოთ მართლები და მათ წინაშე, ვინც ამ ქვეყნის მომავალს წარმოადგენს. ამას ემსახურება ვახტანგ გომელაური, ამას ემსახურება დღევანდელი მთავრობა, რომელმაც რა პრიორიტეტებიც დასახა, ყველაფერს დაარტყეს. ყველა წარმატებას უნდა დაარტყან და უღალატონ საკუთარ სამშობლოს. ეს არის მათი ნიშა და ჩვენ ამ დღის წესრიგს უნდა ვუპასუხოთ. ახალგაზრდებს უნდა ვუთხრათ, რომ ასეთი მატყუარა ხალხი ხელისუფლებაში არ უნდა მიუშვა არასდროს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის" დამახასიათებელია ტყუილი და ქვეყნის ღალატი.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა აიღოს იმისთვის, რომ ეროვნულ იდენტობასთან მიმართებით საკითხები ბოლომდე გაიტანონ.

„მოღალატისგან სამშობლოს სიყვარულს ვერ დავიჯერებ. ამის დასტური იყო „ევრონესტში“ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელსაც ხელი არ მოაწერეს. არადა, რუსეთს თავის დროზე ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე. ამიტომ, უნდა ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ეროვნულ იდენტობასთან მიმართებით საკითხები ბოლომდე გავიტანოთ. პოლიციელიც მეტად დავაფასოთ, ჩვენი საჯარო მოხელეებიც, ემიგრანტებიც მეტი ჩამოვიყვანოთ. ჩვენ ჩვენი სამშობლოს მსახურება უნდა გავაგრძელოთ კიდევ უფრო მეტი ჟინით, მეტი დინამიკით და ტყუილი და მატყუარა ვამხილოთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა