ბექა ოდიშარია - დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობის" კონსულტანტი როზნერი იმედგაცრუებულია - დაიძინა დიდოსტატად და გაიღვიძა ორინტოლოგად, ხელში თუთიყუშები შერჩა

ოპოზიციას დიასპორა ახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ ბინძურ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება წინასაარჩევნოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდ მარცხს განიცდის, ამიტომ „ეპოტინებიან და ექლესებიან დიასპორას“.

„როგორც ხედავთ, დიასპორა და ემიგრაცია იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ლამის ყველზე მნიშვნელოვან საკითხად წარმოჩენილი. წარმოჩინდა იმ ხალხის მიერ, ვისაც წლების განმავლობაში არ გახსენებია და არ ახსენდება. ახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ ბინძურ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება წინასაარჩევნოდ. განსაკუთრებით მესმის ხელმოცარული ოპოზიციის, „ნაცების“, „შმაცების“, „ნაცმუცების“. ვფიქრობ, გასაგებია, რომელ პარტიებსაც ვგულისხმობ, რომელთაც გარანტირებულად იციან, რომ დიდი მარცხს განიცდიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამიტომ ეპოტინებიან და ექლესებიან დიასპორას, რადგან სრულიად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისას დიასპორულ ხმებს განსაკუთრებული ფასი დაედო“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიას მტკიცებით, დიასპორა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ „მესიჯბოქსის“ განუყოფელი ნაწილი მას შემდეგაა, რაც მათი ახალი კონსულტანტი ჯერემი როზნერი გახდა.

„ისმის შეკითხვა, როდის გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ „მესიჯბოქსის“ განუყოფელი ნაწილი სიტყვები: დიასპორა და ემიგრაცია. ეჭვი მაქვს, ეს ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური კონსულტანტის, ბატონი როზნერის გამოჩენას ავანსცენაზე. როზნერი ჭკვიანი კაცი ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკიდურესად იმედგაცრუებულია. მისი აზრით, საქართველოს დიდ მწვრთნელად, მასწავლებლად, დიდოსტატად მოევლინა, მას წმინდათა წმინდა მისია ჰქონდა. როგორც გუშინ მამუკა მდინარაძემ თქვა: კარგად ჩაცმული „ნაცები და უნიჭოდ გადაცმული „შმაცები“ უნდა დაევარცხნა და ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა. გზაზე, რომელიც სრული სვლით, რევანშისტული სულისკვეთებით ძალაუფლების ხელში აღებისკენ მიემართება. დაიძინა დიდოსტატად და გაიღვიძა ორინტოლოგად, ხელში ბოროტი წარსულით დამძიმებული, თუმცა ნიჭიერი, გალესილი პოლიტიკოსების ნაცვლად თუთიყუშები შერჩა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუთიყუშები თავიანთი ძახილის შინაარსში უფრო ღრმად შედიან, ვიდრე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დიასპორის და ემიგრაციის საკითხებზე მომუშავე სპიკერები“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო