ირაკლი ქარსელაძე - სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რეგიონებში სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 8 პროექტს ახორციელებს. წელს დასრულდება ახალციხისა და ზუგდიდის, სოფელ არხილოსკალოს სპორტული კომპლექსების, ბოლნისისა და წნორის მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, სპორტული კომპლექსები და საცურაო აუზები უკვე წარმატებით ფუნქციონირებს ფოთსა და ქუთაისში.

მინისტრმა აღნიშნა ის დიდი გამოცდილება, რაც სამინისტროს, გასულ წლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით დაუგროვდა.

,,საქართველოში უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, გასულ წელს თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, ჯამში, 11 საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია-მშენებლობა დავასრულეთ. რამდენიმე წელია უკვე ფუნქციონირებს საფეხბურთო სტადიონები ფოთსა და ხაშურში და უახლოეს მომავალში გაიხსნება მარნეულის საფეხბურთო სტადიონიც“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, 2024 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება არა მხოლოდ მიმდინარე სამუშაოებით, არამედ დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა რეგიონში არსებულ პოტენციალს და სპორტული პროფესიული კოლექტივების შემდგომ წარმატებებს.

,,2024 წელს დავიწყეთ 2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება, რაც გულისხმობს თბილისში ყინულის სასახლის აშენებას და ბაკურიანში ბიატლონის და ქროსქანთრის თხილამურებით რბოლისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას. ბუნებრივია ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განხორციელდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება სპორტის სხვადასხვა სახეობაში“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს