ხატია დეკანოიძე - პაპუაშვილი გაუმჭვირვალე უცხოურ გავლენებზე საუბრობს, რომელიც თურმე ოპოზიციას აქვს, მაშინ, როცა მისი პარტიის დამაარსებელი რუსული წარმომავლობის ფულით ეხმარება პარტიას - ორმაგი სტანდარტი აჩენს ბუნდოვანებას საერთაშორისო პარტნიორებთან

„ქართული ოცნების“ ორმაგი სტანდარტი ძალიან ბუნდოვანია, რაც აჩენს ბუნდოვანებას საერთაშორისო პარტნიორებთანაც, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორ მან აღნიშნა, მთავრობის იმ ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებების პარალელურად, რომლის მოსმენაც საზოგადოებას უწევს, აღმოჩნდა, რომ ქართულ პოლიციასა და ჯარს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება.

„დღევანდელ სხდომაზეც ანგარიში როცა წავიკითხეთ, იქაც ეწერა, რომ ქართულ თავდაცვისა და საპოლიციო ძალებს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასროლეთის ინფრასტრუქტურული პროექტიც მათი დაფინანსებულია. ეს გამჭვირვალეა ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ტექნიკური დახმარება. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი გაუმჭვირვალე უცხოურ გავლენებზე საუბრობს, რომელიც თურმე ოპოზიციას აქვს. ეს მაშინ, როცა მისი პარტიის დამაარსებელი რუსული წარმომავლობის ფულით ეხმარება პარტიას. ჩემთვის რუსული წარმომავლობის ფული ყოველთვის პრობლემაა. ეს ზრდის ანტიდასავლურ განწყობას, რომლის შემოტანაც „ქართულ ოცნებას“ სურს იმის პარალელურად, რომ ამერიკისგან ამხელა დახმარებას იღებენ.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვიოს და ამისთვის, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. მე არ მომწონს და არც საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ ის ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, რომელთა მოსმენაც გვიწევს. ამის პარალელურად აღმოჩნდა, რომ ქართულ პოლიციასა და ჯარს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება, რადგან ისინი არიან ერთგვარი გზამკვლევი იმისა, რაც ჩვენს კონსტიტუციაში წერია. ორმაგი სტანდარტი ძალიან ბუნდოვანია და ეს აჩენს ბუნდოვანებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს