მარია ზახაროვა - ნატო-ს ამოცანა-მაქსიმუმი აქვს: სამხრეთ კავკასიაში ჩვენს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რეგიონისთვის ხელახლა ცეცხლის წაკიდება - რუსეთის პოლიტიკა რეგიონის დამშვიდებისკენაა მიმართული

ნატო-ს ამოცანა-მაქსიმუმი სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრინტის გახსნაა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვა ამტკიცებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს თბილისისთვის კოალიციური სტანდარტების თავზე მოხვევა, ასევე, ნატო-ს ძალისხმევები მიმართულია ერევნის მოსკოვთან კავშირების დისკრედიტაციაზე, ხოლო ბაქოს შემთხვევაში, ალიანსი აზერბაიჯანი-რუსეთის პარტნიორულ ურთიერთობებში შუღლის შეტანას ცდილობს.

“ნატო-ს ამოცანა-მაქსიმუმი აქვს, კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა და მთლიანობაში რეგიონისთვის ხელახლა ცეცხლის წაკიდება…

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ივლისში ნატოს ბოლო სამიტზე კვლავ იქნა დამტკიცებული 2008 წელს მიღებული ფორმულა იმის შესახებ, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. აქტიურად მიმდინარეობს თბილისისთვის კოალიციური სტანდარტების თავზე მოხვევა, ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებზე კონტროლის დამყარების მიზნით.

მათი ძალისხმევები მიმართულია ერევნის მოსკოვთან კავშირების დისკრედიტაციაზე, იდეალურ ვარიანტში კი - მათ ბოლომდე ჩაშლაზე. დასავლეთი ამას არ მალავს.

ისინი ასევე ცდილობენ ბაქოსთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებში შუღლის შემოტანას. დასავლეთს მიზნებისა და ამოცანების მთელი “ფრონტი” აქვს”, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ აწყობს რუსეთის სამხრეთ კავკასიისადმი პოლიტიკა, რომელიც რეგიონის “დამშვიდებისკენაა” მიმართული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე