ინფრასტრუქტურის მინისტრი - თბილისი-რუსთავის გზაზე ასაშენებელი არის დარჩენილი სამ-ნახევარი კილომეტრი, წელს პროექტის განხორციელებას დავიწყებთ

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი წელს დაიწყება.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დედაქალაქისა და რუსთავის დამაკავშირებელი გზა 17 კილომეტრს შეადგენს და დარჩენილია სამ კილომეტრ ნახევარი გზის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაზეც მოსამზადებელი პროცედურები დაიწყება.

„თბილისი რუსთავის დამაკავშირებელი გზა არის 17 - კილომეტრიანი. ასაშენებელი არის დარჩენილი სამ-ნახევარი კილომეტრი. ამ მიმართულებით ჩვენ გეგმა გაგვაჩნია, რომლის ფარგლებშიც წელს მოსამზადებელი პროცედურები, სატენდერო პროცედურები, კონტრაქტორის შერჩევა უნდა უზრუნველვყოთ. ვნახოთ, გეგმიდან გამომდინარე ბევრი გარემოებაა, რაზეც დამოკიდებულია, ბევრი დოკუმენტებია მოსამზადებელი. წელს პროექტის განხორციელებას დავიწყებთ ამ მოქმედებების შედეგად, იმდაგვარად, რომ ეს სამ კილომეტრ ნახევრიანი მონაკვეთიც იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხად მან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება