ირაკლი ქარსელაძე - რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო

რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

როგორც ქარსელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, რიკოთთან დაკავშირებული კამპანიური შეტევის მიზანი იყო მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა და შეშინება.

„რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო. დიდი ხანია რიკოთი არავის უხსენებია, ძირითადად კამპანიური შეტევა იყო შარშან, დაახლოებით, 7 თვის მანძილზე, ვიდრე გავხსნიდით 27-კილომეტრიან მონაკვეთს.

დაახლოებით, 30 ტყუილი იყო ნათქვამი, მაგრამ ყველაზე ცუდი იყო ის, რომ ეს ტყუილები მიმართული იყო მოსახლეობის ხელოვნურად დასაძაბად და შესაშინებლად, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც არაფერი ყოფილა.

რაც შეეხება 149-ე კილომეტრს ვიტყვი, რომ იქ მეწყერი არ ჩამოწოლილა. აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყრის კერა, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, მომეტებული საფრთხის გარემოებად იქნა მიჩნეული, ამის საფუძველზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიკოთი დაგვეკეტა და, შესაბამისად, გადაგვერთო მოძრაობა და დაგვეწესებინა სპეციალური რეჟიმი“,- განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე განმარტებით, კონტრაქტორები, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ატარებენ, არცერთ კომპანიასთან მიმართებით სადისკვალიფიკაციო მიზეზი ან გარემოება არ ყოფილა.

„კონტრაქტორები, რომლებიც ამ მონაკვეთებზე სამუშაოდ არიან შერჩეულნი, სრულ შესაბამისობაშია იმ პოლიტიკასთან და არცერთ კომპანიასთან მიმართებაში სადისკვალიფიკაციო მიზეზი ან გარემოება არ ყოფილა. შესაბამისად, კომპანიამ იმუშაოს თუ არა ასეთი კითხვა არ არის ლეგიტიმური, არც საფუძვლიანი“,- აღნიშნა ქარსელაძემ.

კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება გვირაბების და ხიდების ასაშენებლად, მინისტრის თქმით, უსაფრთხოა ობიექტური მიზეზების გამო.

„უსაფრთხოა არა იმიტომ, რომ მე ირაკლი ქარსელაძემ ვთქვი, არამედ იმის გამო თუ რა სამუშაოები, რა პროცესები, როგორ კონტროლდება და ა.შ. ამიტომ არის უსაფრთხო და, რა თქმა უნდა, მეც ვადასტურებ, რომ არის უსაფრთხო. ობიექტურად რომ უსაფრთხოა ამაზეა საუბარი. 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნამდე იყო ორკესტრირებული კამპანია, რომელიც შედგებოდა მანიპულაციებისგან, ტყუილებისგან, დამახინჯებული და არასრულყოფილი ინფორმაციისგან. ერთადერთი მიზანი ჰქონდა ის, რომ მოსახლეობა ყოფილიყო დაშინებული“,- განაცხადა ქარსელაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება