ირაკლი ქარსელაძე - გათვალისწინებულია, რომ თბილისი-ბათუმის გზის ძირითადი მონაკვეთები წელს დასრულდეს, რაც ჯამში 3-3.5 საათში გადაადგილების შესაძლებლობას მოგვცემს

მაისიდან ჩვენი მოსახლეობა შეძლებს ზესტაფონის შემოვლითი მონაკვეთით სარგებლობას, რომლებსაც მოჰყვება დარჩენილი მონაკვეთებიც, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, 2024 წელს ასევე დასრულდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობა.

„ასევე, აქტიურად მიმდინარეობს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მონაკვეთების მშენებლობა და გათვალისწინებულია, რომ თბილისი-ბათუმის გზის ძირითადი მონაკვეთები წელს დასრულდეს, რაც საბოლოო ჯამში თბილისიდან ბათუმამდე 3-3.5 საათში გადაადგილების შესაძლებლობას მოგვცემს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის სრული დაცვით ხორციელდება. არა მხოლოდ კომფორტულ გადაადგილებაზე გვაქვს საუბარი, არამედ უსაფრთხო კომფორტულ გადაადგილებაზე“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, გზების მშენებლობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეწყობა შესაბამისი სივრცეები, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

„გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გზის მშენებლობის გარდა, ხდება შესაბამისი სივრცეების მოწყობა, სადაც ტრადიციული ადგილები უკვე ამ სივრცეში განვითარდება, ეს იქნება ნაზუქები, თიხის ნაკეთობები, ცნობილი ყავების ქუჩა ზესტაფონში და ა.შ. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, რა თქმა უნდა. ამ სივრცეების მოწყობით უკვე ბევრად მეტი შესაძლებლობა იქნება მათ შორის ინფრასტრუქტურულად. იქნება ელემენტარული სანიტარული პირობები წარმოდგენილი. რეალურად ეს იქნება ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გააფართოონ და გაზარდონ თავიანთი საქმიანობა. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ გზების მშენებლობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობები ჩნდება იმ ადგილებში დასახლებული ადამიანებისათვის“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება