ირაკლი ქარსელაძე - ქვეშეთი-კობის გვირაბი წელს გაიჭრება - პროექტის განხორციელების შემდეგ თოვლის და ზვავის საშიშროების გამო გზა აღარ ჩაიკეტება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქვეშეთი-კობის გვირაბი 2024 წელს გაიჭრება, ხოლო დარჩენილი სამუშაოები 2025 გეგმის შესაბამისად დასრულდება.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ქვეშეთი-კობის გზის გახსნის შემდეგ კლიმატური პრიობების გამო გზის ჩაკეტვა აღარ მოხდება.

„ქვეშეთი-კობის გვირაბი წელს გაიჭრება. გაჭრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაოა კიდე, რომელიც იქნება განსახორციელებელი. 2025 წელს, მისასვლელ გზასთან ერთად აღნიშნული მონაკვეთი ჩვენი გეგმის შესაბამისად იქნება გახსნილი. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია, ვინაიდან, აღნიშნული პროექტი არის კომპლექსური პასუხი ძალიან ბევრ გამოწვევაზე, რომელიც წლების განმავლობაშია დამდგარი.

კვლევების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში ჯამურად დაახლოებით 98 დღე აღნიშნული გზის ჩაკეტვა ხდება. ამის მიზეზია კლიმატური პირობები. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, თოვლის და ზვავის საშიშროების გამო, აღარცერთი დღე აღარ ჩაიკეტება. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის, რომ გუდაურზე აღარ გაივლის სატრანზიტო მოძრაობა, ვინაიდან, შესაბამისი ახალი გზის მშენებლობა ხდება გუდაურამდე, ამ საერთაშორისო გზიდან. კურორტის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო