მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, იმ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც პაციენტებისთვის, მედიკამენტები, სხივური, ჰორმონო და ქიმიოთერაპიები, ასევე, ქირურგიული ოპერაციები ფინანსდება.

მათივე ცნობით, სხდომაზე საუბარი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას შეეხო.

ასევე, ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა, განიხილეს, პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც საუბარი შეეხო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან, სამინისტროში, 12 მარტს გამართული შეხვედრისას წამოჭრილ საკითხებს.

„საბჭოს სხდომაზე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და ონკოლოგიური დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე, სკრინინგის პროგრამის გააქტიურებასა და მათ მნიშვნელობაზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ასევე, აუცილებელია, ქვეყანაში ერთიანი პროტოკოლების დანერგვა, რომლის ამოცანაც იქნება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერი გადაწყვეტილება, მხოლოდ პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული, სპეციალისტების, სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. აქცენტი გაკეთდა, აგრეთვე, სწრაფი დიაგნოსტიკისა და პრევენციის მნიშვნელობაზე.

ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მიზანი, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფაა. მის შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე - ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები. საბჭოს შემადგენლობა, რამდენიმე დღის წინ განახლდა და მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პირველად შეიკრიბა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში