ენტონი ბლინკენი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში ხარვეზები მცირდება - შეთანხმება შესაძლებელია

მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, რომელიც დაკავშირებულია “ჰამასის” მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან, შეთანხმებას უახლოვდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

”ვფიქრობ, ხარვეზები ვიწროვდება და ვფიქრობ, რომ შეთანხმება, დიდი ალბათობით, შესაძლებელია,” - განაცხადა ბლინკენმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს.

„ძალიან ბევრს ვმუშაობდით კატართან, ეგვიპტესთან და ისრაელთან, რათა მაგიდაზე ძლიერი წინადადება დაგვედო. ჩვენ ეს გავაკეთეთ; „ჰამასი“ ამას არ მიიღებს. ისინი დაბრუნდნენ სხვა თხოვნებით, სხვა მოთხოვნებით. მომლაპარაკებლები ახლა ამაზე მუშაობენ“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, წინადადების მიღების ვალდებულება „ჰამასს“ ეკისრება.

„ვნახოთ, შეუძლია თუ არა „ჰამასს“ თქვას „დიახ“ წინადადებაზე. თუ ამას იზამს, ეს არის ყველაზე სწრაფი გზა ღაზაში მყოფი ხალხის უბედურების შესამსუბუქებლად, რაც ჩვენ ძალიან გვინდა, ”- განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს ჯიდაში საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და ღაზაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის აუცილებლობა განიხილა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ეგვიპტეში ჩავა, ხვალ კი - ისრაელში გაემგზავრება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს