პრემიერ-მინისტრი - კლასიკური დეზინფორმაცია და ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე თავდასხმაა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, კლასიკური დეზინფორმაცია და ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე თავდასხმაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

ირაკლი კობახიძემ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტა, რომ ეს ძალიან მძიმე განცხადებებია.

„ეს არის კლასიკური დეზინფორმაცია. მეორე, ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე. როცა ამას აკეთებს კონკრეტული NGO, ეს არის ძალიან მძიმე, ეს არის, ასე თუ ისე, ქართული არასამთავრობო. იმედი მაქვს, ამ არასამთავრობოს დონორები, ასევე, სათანადო პოზიციას გამოხატავენ ამ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება სწორედ უცხოური დაფინანსებით ამ კონკრეტული არასამთავრობოს მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა