პრემიერი განმარტავს, რატომ მიმართეს სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის ღირსების ორდენის მინიჭების თაობაზე წარდგინებით მაშინ, როდესაც მას „ფეიქ“ პრეზიდენტს უწოდებდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ მიმართეს სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის ღირსების ორდენის მინიჭების თაობაზე წარდგინებით მაშინ, როდესაც მას „ფეიქ“ პრეზიდენტს უწოდებდნენ.

ამ საკითხზე კობახიძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია - ეს მისი ოფიციალური თანამდებობაა, ორდენის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი სწორედ პრეზიდენტი იღებს.

„დღეს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია. ეს არის მისი ოფიციალური თანამდებობა. ოპოზიციის ხმების ხარჯზე, კონსტიტუციის დარღვევის მიუხედავად თანამდებობა შეინარჩუნა. ვიცით, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების საფუძველზე. იმისთვის, რომ ილია თოფურიას სათანადოდ დავუფასოთ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც მოიპოვა თავისი შრომით და პატრიოტიზმით, მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება. სწორედ ამიტომ, მე და შალვა პაპუაშვილმა მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი წარდგინებით. ილია თოფურიას დამსახურებას სჭირდება სათანადო დაფასება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, მივა თუ არა მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თოფურიას ოფიციალურ მიღებაზე, პრემიერი ამბობს, რომ დაპატიჟებულები არ არიან და ეს საკითხი არც განიხილება.

„ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი. ამ დღეების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დანარჩენი ჩვენი საკითხი არაა“,- განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა