პრემიერი მელია-გვარამიას პარტიაზე - როდესაც 1%-იანი თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას, ღიმილისმომგვრელია - ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს

როდესაც 1%-იანი თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას, ეს არის, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელი, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მელია-გვარამიას პარტიის საარჩევნო შანსები და გავრცელებული ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება სურს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარტია „ახალს“ არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ, შესაბამისად, მათი „შიდა კინკლაობა“ არავისთვის საინტერესო არ არის.

„როდესაც 1%-იანი თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას, ეს არის, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელი. მათი საქმეა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, შესაბამისად, მათი შიდა კინკლაობა, მე მგონია, არავისთვის არ არის საინტერესო“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა