თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია იმყოფებოდა. შეხვედრაზე მან სტუდენტებს ქართული ჯარის ამოცანები, მიმდინარე რეფორმები, კარიერული განვითარების პერსპექტივები და განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიგადის გენერალმა განვლილი პროფესიული გზაც გაიხსენა და ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

„შეხვედრის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.

სკოლებთან ერთად, 2022-2023 სასწავლო წელს, პროექტის განხორციელება უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიწყო. თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს უნივერსიტეტებს სტუმრობენ და ქართული ჯარის შესახებ გაცნობით შეხვედრებს მართავენ.

თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის