საქართველოს ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას და ბანკის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას, რომელიც ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში, აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში გაიმართა, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

„მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ ქვეყანაში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.

ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 2-5 მაისს ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებს და გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყანა წარმატებით უმასპინძლებს ამ მასშტაბურ ღონისძიებას.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს აზიის განვითარების ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას განავითაროს მწვანე და ინკლუზიური ეკონომიკა. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას, ასევე კერძო სექტორის ხელშეწყობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს