გიორგი ტყემალაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო.

თბილისის საკრებულოს ცნობით, დღესასწაული ძველ თბილისში, აბანოთუბანში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ნოვრუზ ბაირამი იმ თანამოქალაქეებს მიულოცა, რომლებიც ამ ლამაზ, უძველეს დღესასწაულს აღნიშნავენ.

„ნოვრუზ ბაირამი მშვიდობის, სიკეთის, იმედის და განახლების დღესასწაულია. ამ დღეს უკვე მრავალი საუკუნეა აღნიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხი. თბილისს განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, ვუსურვებ ბარაქას და დღეგრძელობას, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრებას", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომლის შემდეგაც სტუმრებს აზერბაიჯანული ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდნენ. მასპინძლებმა და სტუმრებმა, ტრადიციის თანახმად, კოცონი დაანთეს. ნოვრუზი ახალ დღეს, ბაირამი კი დღესასწაულს ნიშნავს. ამ უძველეს დღესასწაულს გაზაფხულის ბუნიობაზე აღნიშნავენ.საქართველოში „ნოვრუზ ბაირამი" საერთო-სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ნოვრუზის დღესასწაულს აზერბაიჯანის ელჩი, ფეიგ გულიევი, ყაზახეთის წარმომადგენლები, თურქმენეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია