გიორგი ვაშაძე - ევროკავშირი დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს და იმისთვის, რომ ევროპული სიმდიდრე მოვიტანოთ ქართულ ოჯახებში, 26 ოქტომბერს დიდი ცვლილებები და გამარჯვება გვჭირდება

„გამარჯვების კოალიციის” ლიდერები „სტრატეგია აღმაშენებლიდან” გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერთან ზურა ჯაფარიძესთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას ევროპული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა

ვაშაძის თქმით, ევროკავშირი დიდ შესაძლებლობებს იძლევა და იმისათვის, რომ ევროპული სიმდიდრე მოვიტანოთ ქართულ ოჯახებში, 26 ოქტომბერს ცვლილებები და გამარჯვებაა საჭირო.

„რატომ ვართ ბრიუსელში და რატომ ვხვდებით ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს?

იმიტომ, რომ ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ევროპული ინვესტიციები საქართველოში. შეიქმნას მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრანტები დაბრუნდნენ, შემოსავლები ჰქონდეთ ქვეყანაში და დიახ, გვჭირდება ევროპული ბიზნეს გამოცდილება.

შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ სიღრმისეულად. დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს ევროკავშირი და იმისთვის, რომ ევროპული სიმდიდრე მოვიტანოთ ქართულ ოჯახებში, 26 ოქტომბერს დიდი ცვლილებები და გამარჯვება გვჭირდება”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება