მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ცდილობს დააბულინგოს ცესკოს თანამშრომლები - ცოტა ფრთხილად იყვნენ, არც საინფორმაციო ველზე და არც ისე, არავინ არავის დაუთმობს ვინმეს დაბულინგებას

როდესაც ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებს, ერთადერთი, რაც არის დარჩენილი, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემებზე საუბარია. შესაბამისად, უნდა დააბულინგონ ცესკო-ს თანამშრომლები, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ცესკო-ს განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ცესკო-ს თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას აფრთხილებს, რომ "ცოტა ფრთხილად იყოს".

„რაც შეეხება ცესკოსთან დაკავშირებულ საკითხებს, პირდაპირ მტკიცებულებაზე ვსაუბრობდი, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარეზე მიიტანეს მორალური შტურმი მისი დაბულინგების მიზნით. ისინი ცდილობენ წაგებული არჩევნების პირობებში შექმნან ისეთი ფონი, რომელიც ადამიანებს დაარწმუნებს სიცრუეში, რომ არჩევნებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემაა, მეტი შანსი არ არის. როდესაც ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებს, ერთადერთი, რაც არის დარჩენილი, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემებზე საუბარია. შესაბამისად, უნდა დააბულინგონ ცესკო-ს თანამშრომლები და ცოტა ფრთხილად იყვნენ ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ასე არ ხდება. არც საინფორმაციო ველზე და არც ისე, არავინ არაფერს დაუთმობს ვინმეს დაბულინგებას. ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავისი უფლებები და ვიღაცებს ნუ მოეჩვენებათ, ასე რომ ველოლიავებით ამ ოპოზიციას, დავუთმობთ ხალხის დაბულინგებას იმიტომ, რომ ადამიანი, როგორც კი, ობიექტური გახდება, იმ წუთასვე მიაკერებენ, რომ ის არის „ქართული ოცნება“. ოპოზიციის და "ოპომედიის" აზრით, საქართველოში ობიექტურობა ნიშნავს „ქართული ოცნების“ მომხრეობას. ხშირ შემთხვევებში მართლაც ასეა, მაგრამ როდესაც ცესკოზეა ლაპარაკი, ისინი ობიექტურები და დამოუკიდებლები რომ არიან, ნუ დაუწყებენ ბულინგს და ნუ მოატყუებენ ხალხს, რომ იქ რაღაც ხდება და რაღაც კორუფციული გარიგებებია, როგორც ეს უკვე ერთხელ ამხილა თავად ცესკო-ს თავმჯდომარემ", - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე