პრეზიდენტი ილია თოფურიას - მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ დროულად გამოიჩინეთ ინიციატივა, საქართველოს მოქალაქეობა შეგენარჩუნებინათ - ეს არის საკუთარი ქვეყნის ერთგულება, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო

ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, დღეს ეს ჯილდო გადმოგცეთ - ეს მაგალითია ახალგაზრდებისთვის, ჩვენს საზოგადოებას მაგალითები ზოგადად აკლია და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენ ილია თოფურიას მისი ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე.

გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ილია თოფურიამ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ინიციატივა დროულად გამოიჩინა, რადგან ამ გზავნილს უცხოეთში წასული ბევრი ახალგაზრდა გაიზიარებს.

„ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, დღეს ეს ჯილდო გადმოგცეთ. ეს მაგალითია ახალგაზრდებისთვის, რა სიმაღლეებს შეიძლება მივაღწიოთ საქართველოსა თუ საზღვარგარეთ. სპორტი მართლაც საერთაშორისო დარგია და საიდანაც არ უნდა იწყებდე, მთავარია ყველაზე მაღალ ადგილზე ახვიდე. ჩვენი ქვეყნისთვისა და ახალგაზრდებისთვის საჭიროა გაიგონ, რომ ჯანსაღი ცხოვრება მათი ცხოვრებისთვის აუცილებელია. თქვენსავით გამარჯვებული სპორტსმენები მათთვის ცოცხალი მაგალითები არიან. ჩვენს საზოგადოებას მაგალითები ზოგადად აკლია და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ თქვენ დროულად გამოიჩინეთ ინიციატივა, საქართველოს მოქალაქეობა შეგენარჩუნებინათ. ეს სურვილი ნიშნავს, რომ ქვეყანასთან კავშირს ინარჩუნებთ. ნიშნავს, რომ რაც არ უნდა წარმატებული იყოთ, მაინც გინდათ ატაროთ საქართველოს დროშა და მისი წარმომადგენელი იყოთ. ამისთვის, მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ, რადგან ამ გზავნილს ძალიან ბევრი ახალგაზრდა აიტაცებს. ეს არის საკუთარი ქვეყნის ერთგულება, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო. ბედნიერი ვარ, რომ თქვენს გამარჯვებას აღვნიშნავთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს