ნოდარ ხარშილაძე - „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა  - დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს

„ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისივე მოსაზრებით, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა.

„პირველი არჩევნებია, სადაც ახალი სახეები არ ეყოლებათ ["ქართულ ოცნებას"] . 2016 წელს, კვირიკაშვილით წავიდნენ არჩევნებზე და ამან იმუშავა. 2020 წლის არჩევნებზე იყო გახარია, სადაც თვალის ჩაკვრამ იმუშავა. 2024 წლის არჩევნები პირველია, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ახალი სახე, დაძველებული სახეები ჰყავს, ერთი ირაკლი შეცვალეს მეორით. ჩემი აზრით, გაზარმაცდნენ ან მოეშალათ რაღაცები. ოპოზიცია ცოტა ძლიერი, რომ იყოს დიდი შანსები ექნებოდა“, - განაცხადა ხარშილაძემ.

როგორც ხარშილაძე აცხადებს, ოპოზიციის დაქუცმაცებით „ქართული ოცნება“ დაკარგულ ხმებს მიიღებს, რაც კიდევ ერთხელ „გადაარჩენს“ მმართველ ძალას.

„5%-იანი ბარიერი ცუდი გადასალახია. შანსები აქვს ორი ნიკას [გვარამია-მელია] გაერთიანებას, გახარიას, „ლელოს“, მაგრამ ასე დაქუცმაცებით, „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მათემატიკური შანსი აქვს, რომ დაკარგული ხმები შეიმატოს. ოპოზიციის დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ. ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციის ასეთი დაქუცმაცებით შანსი აქვს, რომ ამჯერადაც გადარჩეს“, - აღნიშნა ხარშილაძემ.

ამასთან, ხარშილაძემ ოპოზიციის და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მსუბუქი და „ხალხის ძალის“ მხრიდან მამაპაპური ანტიდასავლური კამპანია იქნება ამოქმედებული.

„საარჩევნო ტექნოლოგიებში წარმატებული "ქეისია" იგივე ვიქტორ ორბანის მაგალითი და თუ დააკვირდებით იგივე გზას გადიან. მათი პოლიტიკური იდენტიფიცირების შეცვლა ხდება. არ შეიძლება ზახაროვას მოსწონდე და სოლოვიოვი გაქებდეს.

ჩემი აზრით, ეს სჭირდებათ რუსეთთან ურთიერთობისთვის, რადგან ახლა მათთვის რუსეთს დიდი ფული მოაქვს. ხომ ნახეთ, რომ უცებ გაგვისამმაგდა ყირგიზეთთან ვაჭრობა, „ბორჯომს“ ყიდულობენ ყუთებით თუ რა ხდება? - ეჭვი მაქვს, რომ ამაზე მალე დაიჭერენ, უბრალოდ ვერ მოიცალეს.

არჩევების მოსაგებად ისინი აირჩევენ კომიკურად არაჯანსაღ მემარჯვენე რიტორიკას, ეს იქნება მძიმე რელიგიური ელემენტების გამოყენებით“, - განაცხადა მან.

ამის ფონზე, ხარშილაძის თქმით, ოპოზიციას უფრო ეფექტური კამპანია აქვს, რადგან მათ წამოიწყეს ისეთი კამპანია, რაც საზოგადოებას უფრო აინტერესებს.

„საკმაოდ ეფექტური კამპანიაა მეორე მხარეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფასების კამპანია რომ დაიწყო, ეს ბერვად უფრო აინტერესებს ხალხს. ეს ყველაფერი მუშაობს. თუ „ქართული ოცნება“ აპირებს ხალხს ლგბტ თემაზე ელაპარაკოს, ჩემი აზრით, ეს სახადი უკვე მოვიხადეთ. ამით ამომრჩევლებს ვერ მოიზიდავენ“, - განაცხადა ხარშილაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს