ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროკავშირის ლიდერები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია. დღევანდელი გადაწყვეტილება არის მთავარი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირსკენ მიმავალ თქვენს გზაზე“, – წერს მიშელი.

მისი თქმით, ინტენსიური სამუშაოები უნდა გაგრძელდეს ბოსნია-ჰერცეგოვინას სტაბილური განვითარებისთვის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს