ორხევში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის ასაშენებლად, CBD Development-ი თბილისის მერიისგან ნებართვას ელოდება

მინიმუმ, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფრის ასაშენებლად, შპს CBD Development-ი თბილისის მერიისგან ნებართვის მიღების ეტაპზეა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

რაც შეეხება მშენებლობის ვადებს, მერიის ინფორმაციით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კომპანია ნებართვას მიიღებს.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს CBD Development-ი დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარს ააშენებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!