პაატა მანჯგალაძე - როგორც ჩანს, მაკა ბოჭორიშვილს ჩაეძინა და ახლა იმართლებს თავს იმით, რომ რეზოლუციის ინიცირების საკითხს გიორგი ვაშაძემ ხელი არ მოუწერა - ჩვენთვის რომ ეთქვათ, არათუ 10 ხელმოწერას, არამედ 30-ს შევუგროვებდით

როგორც ჩანს, მაკა ბოჭორიშვილს ჩაეძინა და ახლა იმართლებს თავს იმით, რომ გიორგი ვაშაძემ ხელი არ მოუწერა, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელში, „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნას.

მანჯგალაძის თქმით, მათი დელეგაციისთვის რომ ეთქვათ, სიამოვნებით დააორგანიზებდნენ პროცედურას და არათუ 10 ხელმოწერას, არამედ 30-ს შეუგროვებდნენ.

“ეს არის “ქართული ოცნების” პროპაგანდა, რაც, ალბათ, სჭირდებოდათ საქართველოში შიდა მოხმარებისთვის. როგორც ჩანს, ამ რეზოლუციის გასვლის არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ, თორემ 110 კაციდან სპონსორობის პრობლემა ნამდვილად არ ჰქონდათ. ჩვენი დელეგაციისთვის რომ ეთქვათ, სიამოვნებით, ჩვენ თვითონ დავუორგანიზებდით ამ პროცედურას. როგორც ჩანს, მაკა ბოჭორიშვილს ჩაეძინა და ახლა იმართლებს თავს იმით, რომ გიორგი ვაშაძემ ხელი არ მოუწერა.

ჩვენთვის რომ ეთქვათ, სიამოვნებით დავუორგანიზებდით, 10 ხელმოწერას კი არა 30-ს შევუგროვებდით”, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.

როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია