ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩადის, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბლინკენის ვიზიტი ემთხვევა დოჰაში მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას.

ბლინკენის ისრაელში ჩასვლა, ასევე, ემთხვევა გაერო-ში აშშ-ის მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრის დღეს, რომელიც ღაზის კონფლიქტში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

CNN-ი იუწყება, რომ ისრაელში ბლინკენის შეხვედრები, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება იმ ფონზე, როცა ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ რაფაჰში სამხედრო შეჭრას განახორციელებს.

”ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა, არის ის, რომ რაფაჰში დიდი სამხედრო ოპერაცია შეცდომა იქნება, რასაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ”, - განაცხადა ბლინკენმა ხუთშაბათს.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას საჭირო რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ.

”ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაუმჯობესება პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის”, - აღნიშნა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს ჯიდაში საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და ღაზაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის აუცილებლობა განიხილა. გუშინ კი ის ეგვიპტეში იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო