შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - სხვა სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და არა საკუთარი ქვეყნის - ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ ღალატობს პარლამენტის წევრი საკუთარ ქვეყანას

დღესდღეობით ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ ღალატობს პარლამენტის წევრი საკუთარ ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის ინიცირებას საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები ერთად მოქმედებენ, რაც პაპუაშვილის განმარტებით, ადასტურებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სხვა ქვეყნების ინტერესებით ხელმძღვანელობენ.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთი გუნდი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, ფორმალურად რა პარტია ჰქვია. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად და იცის უკვე საზოგადოებამ, რომ ამ რეზოლუციის პროექტს ჰქონდა საქართველოს დელეგაციიდან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ხელმოწერა, მოლდოვის დელეგაციის ხელმოწერა, საჭირო იყო კიდე ორი ხელმოწერა. 4 ოპოზიციონერი იყო იქ, 2-ს მაინც რომ ეფიქრა მეტი საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე, იქნებოდა ინიცირებული. ასევე, სამწუხარო პოზიცია იყო უკრაინის დელეგაციის მხრიდან. ვნახეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლის იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რატომ არ უჭერდნენ მხარს - თითქოს საქართველოში ხდება სანქციების გვერდის ავლა. ვნახეთ, რომ, საბოლოო ჯამში, უკრაინის დელეგაციის ეს წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებენ ერთად. ამაზე ვსაუბრობ ხოლმე, როდესაც ვსვამ კითხვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის მიმართ, რომელ დროშაზე დადეს მათ ფიცი - საქართველოს დროშაზე, თუ სხვა ქვეყნის დროშაზე? ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის საქართველო არ არის სამშობლო და სახელმწიფო, ისინი სხვა სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და არა საკუთარი ქვეყნის და ხალხის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ადამიანების პროტესტი არის გასაგები იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რას ნიშნავს ქვეყნის ღალატი. დღესდღეობით ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ ღალატობს პარლამენტის წევრი საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია