შალვა პაპუაშვილი - საქართველო უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ყველა პარამეტრით ლიდერია, თუმცა არის დაჩაგრული - ევროკავშირის მხრიდან ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ყველა პარამეტრით ლიდერია, თუმცა, ევროკავშირის მხრიდან მაინც დაჩაგრულია, რაც უსამართლობაა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველო დეკემბერშიც დაიჩაგრა და ახლაც იჩაგრება.

„რაც შეეხება ევროპული საბჭოს განცხადებებს და გადაწყვეტილებებს, მისასალმებელია, რომ კვლავ არის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ გადაწყვეტილება, რომ ბოსნიას და ჰერცეგოვინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები. დღეის მდგომარეობით არის გადაწყვეტილება უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს გადაწყვეტილებების უსამართლობას. საქართველო, რომელიც სამივე ქვეყანასთან შედარებით ლიდერია აბსოლუტურად ყველა პარამეტრით, არის დაჩაგრული. ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები არ არის დაფუძნებული დამსახურებაზე. იმედი მაქვს, ევროკავშირი ამ წლის განმავლობაში მიიღებს საბოლოოდ სამართლიან გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა ობიექტური შეფასებით, მათ შორის ევროკომისიის, საქართველო ამ 3 ქვეყანასთან შედარებით, ლიდერია.

„ამ 9 დათქმიდან არცერთი რომ არ შესრულდეს, მაინც ლიდერები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ყველა პარამეტრით ლიდერია, საქართველო და ქართველი ხალხი იჩაგრება ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლება რასაც აკეთებს, მუშაობს, რათა ევროკავშირი დაარწმუნოს, გადაწყვეტილებები იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული და სამართლიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია