შალვა პაპუაშვილი - ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტი ორშაბათს იქნება წარმოდგენილი და საზოგადოება გაიგებს, რა სახის რეგულაციები იქნება შემოთავაზებული

კანონპროექტი ორშაბათს იქნება წარმოდგენილი, ჩვენ ყველა დეტალს გავდივართ და მათ შორის, საზოგადოება გაიგებს, რა სახის რეგულაციები იქნება შემოთავაზებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, პროცესი დისკუსიისთვის და საზოგადოების ჩართულობისთვის ღია იქნება.

„დრო გავიდა, რომელიც ოპოზიციას და ყველას, მათ შორის, არასამთავრობო სექტორსაც შევთავაზეთ იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, მისაღებია თუ არა მათთვის ამ სახის პროპაგანდა და თუ მისაღები არ არის, როგორია მათი მოსაზრება, რა რეგულაციები შეიძლება იყოს ისეთი, რომ ერთის მხრივ, უკლებლივ ყველაფერი დაცული იყოს და მეორე მხრივ, დაშვებული არ იყოს პროპაგანდა. ჩვენ უკეთეს შემთხვევაში ოპონენტების მხრიდან დუმილი ვნახეთ, რაც პროპაგანდის მხარდაჭერას ნიშნავს, ასეც დაფიქსირდება ეს ყველაფერი მათ პოლიტიკურ ისტორიაში. რაც შეეხება კანონპროექტს, ორშაბათს იქნება ეს კანონპროექტი წარმოდგენილი, ჩვენ ყველა დეტალს გავდივართ და მათ შორის, საზოგადოება გაიგებს, რა სახის რეგულაციები იქნება შემოთავაზებული, ამის შემდეგაც პროცესი დისკუსიისთვის, საზოგადოების ჩართულობისთვის ღია იქნება, რადგან როცა ამ პროპაგანდის საფრთხეებზე ვსაუბრობთ, იმ საფრთხეებზე ვსაუბრობთ, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას, რომელიც სხვა ქვეყნებში უკვე ასრულებული საფრთხეებია. კიდევ ერთხელ ვციტირებ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწია თავად გარკვეული განცხადების გაკეთება - დღეს ჯერ კიდევ, საქართველოში ბანალურად აღიქმება იმის თქმა, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, მაგრამ ვხედავთ, რომ ბრიტანეთში უკვე აღარ არის ეს ჩვეულებრივი ბანალურობა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებია ამისთვის საჭირო. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ის, რაც ხდება ბრიტანეთში, აშშ-ში, თუ სხვაგან, ცოტა ხანში, საქართველოში გადმოდის ხოლმე, მათ შორის, უცხოური დაფინანსების მხარდაჭერით, ამიტომ ჩვენ აქედან უნდა ჩამოვიყალიბოთ პოზიცია, რა უნდა ქართველ საზოგადოებას, უნდა ამ ტიპის პროპაგანდის დაშვება, თუ ამ ტიპის პროპაგანდის არიდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო